Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარათაშვილი სასამართლოს ორი სარჩელით მიმართავს


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული გიორგი ბარათაშვილი სასამართლოს ორი სარჩელით მიმართავს. ბაართაშვილი თანამდებობაზე აღდგენას და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას მოითხოვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას კანონდარღვევა იკვეთება. ასოციაციის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ სააგენტო ჯიეიჩენს განუმარტა, რომ სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება საჭირო კვორუმის გარეშე მიიღო. საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა, რომლის წევრებიც კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელთან ერთად სამეურვეო საბჭოს უნდობლობას უცხადებენ, გენერალური დირექტორობის მსურველებს მოუწოდა, უარი თქვან კონკურსში მონაწილეობაზე. ამასთან, საინიციატივო ჯგუფი აპირებს შექმნას პროფკავშირი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ინტერესებს დაიცავს.
XS
SM
MD
LG