Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია


აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. დავით უსუფაშვილი, თედო ჯაფარიძე და ირაკლი ჩიქოვანი ვაშინგტონში შეხვდნენ კონგრესმენებს ჯორჯ ჰოლდინგს და დევინ ნუნესს და სენატორ ჯეიმს რიშს. ”ჩვენი მთავარი სათქმელი ის არის, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აპირებენ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი იყო შესაძლო ბიზნესპროექტებზეც, რადგან საქართველოს სურს აშშ-სთან მეგობრობა აისახოს თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ”ამიტომ ინვესტიციები, რომლებსაც აუცილებლად მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები, აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთი პრიორიტეტია” - განაცხადა უსუფაშვილმა. საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეხვდნენ Freedom House-ის, მშვიდობის ინსტიტუტის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელებსაც.
XS
SM
MD
LG