Accessibility links

logo-print

თბილისში გაიხსნა საქართველო-ისრაელის ორდღიანი ბიზნესფორუმი


თბილისში გაიხსნა საქართველო-ისრაელის ორდღიანი ბიზნესფორუმი, რომელშიც ისრაელის 25 კომპანიის 60-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ ფორუმის გახსნისას მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ებრაულ-ქართული ურთიერთობის ტრადიციაზე, საქართველოს ხელსაყრელ მდებარეობასა და კლიმატზე და ქვეყანაში არსებულ დაბალ გადასახადებზე. "საქართველოს ეკონომიკის აღორძინება საწყის ეტაპზე და ამიტომ ბიზნესმენებისთვის საქმის დაწყება შესაძლოა, განსაკუთრებულად იოლი იყოს, მთავრობა კი ყველაფერს გააკეთებს მათთვის მაქსიმალურად კარგი პირობების შესაქმნელად" - განაცხადა ივანიშვილმა. მისი ინფორმაციით, დაიწყება ზრუნვა საქართველო-ისრაელს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და მიმოსვლის ღირებულების შემცირებაზე. პრემიერ-მინისტრი ისრაელის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ესაუბრა საინვესტიციო ფონდზეც, რომელიც მისი ინიციატივით იქმნება. ამავე ფორუმზე გამოსვლისას ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა განაცხადა, რომ ბიზნესმენები საქართველოში საინტერესო შესაძლებლობებს ხედავენ და იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი საქართველოს პარტნიორების პირველ ათეულში მოხვდება.
XS
SM
MD
LG