Accessibility links

logo-print

კარდინალებმა კვლავ ვერ შესძლეს ახალი პაპის არჩევა


ოთხშაბათს დილით ჩატარებული კიდევ ერთი კენჭისყრის შემდეგ რომის კათოლიკე ეკლესიის კარდინალებმა კვლავ ვერ შესძლეს ახალი პაპის არჩევა. სიქსტეს კაპელის საკვამურიდან კვლავ შავი კვამლი ამოვიდა - რაც ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შესძლო ხმათა ორი მესამედის მოპოვება. პირველი უშედეგო კენჭისყრა სამშაბათს გაიმართა, რის შემდეგაც არჩევნებში მონაწილე 115-მა კარდინალმა ღამე ვატიკანის სტუმრებისთვის განკუთვნილ სახლში გაატარა. ახალი პაპის არჩევას მსოფლიოს ამცნობს საკვამურიდან თეთრი კვამლის ამოსვლა. კათოლიკე ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევამდე, კარდინალები სრულ იზოლაციაში იქნებიან.
XS
SM
MD
LG