Accessibility links

logo-print

ერაყის ჩრდილოეთში მეამბოხეებმა თურქი პატიმრები გაანთავისუფლეს


თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანატოლია“ იუწყება, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიამ გაანთავისუფლა რვა თურქი ტყვე, რომელიც მათ ერაყის ჩრდილოეთში ორი წლის მანძილზე ჰყავდათ დაკავებული. გავრცელებული ცნობებით, განთავისუფლებულებს შორის ექვსი სამხედრო, ერთი პოლიციელი და ერთი ადგილობრივი ოფიციალური პირია. ქურთისტანის მუშათა პარტიას თურქეთი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ტყვეთა განთავისუფლებას წინ უძღოდა ქურთი მეამბოხეების ლიდერის, პატიმრობაში მყოფი აბდულა ოჯალანის თხოვნა. გასულ თვეში მან პრო-ქურთული ორიენტაციის პარტიის თურქეთის პარლამენტში წარმომადგენელ დეპუტატებს უთხრა, იმედი მაქვს ტყვეები მალე დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებსო. ამ ნაბიჯს აღიქვამენ უფრო ფართო სამშვიდობო ინიციატივის ნაწილად - რომელსაც თურქეთის მთავრობა ქურთთა ამბოხების დასრულების მიზნით მიმართავს. 1984 წლის შემდეგ ამ კონფლიქტს 30,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG