Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაშმირში ექსტრემისტების სისხლიანი თავდასხმა მოხდა


პოლიციის ინფორმაციით, ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ქაშმირის ნაწილში ექსტრემისტების ჯგუფმა იერიში მიიტანა პოლიციური ორგანიზაციის ბანაკზე, რასაც ხუთი სამხედროს და ორი ექსტრემისტის სიკვდილი მოჰყვა. დაჭრილია 10-ზე მეტი პირი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ეჭვობენ, რომ ის მუსლიმმა სეპარატისტებმა მოაწყვეს. რეგიონი ინდოეთსა და პაკისტანს შორის არის გაყოფილი, თუმცა მას მთლიანად ითხოვს ორივე ქვეყანა. ინდოეთი უკვე დიდი ხანია პაკისტანს ექსტრემისტების გაწვრთნაში და შეიარაღებაში ადანაშაულებს - რასაც პაკისტანი უარყოფს. მუსლიმ ექსტრემისტებს ან დამოუკიდებელი სახელმწიფო, ან კი მუსლიმური უმრავლესობის მქონე პაკისტანთან გაერთიანება სურთ.
XS
SM
MD
LG