Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აზერბაიჯანს მედიაზე ზეწოლის დასრულებისკენ მოუწოდებს


ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მოუწოდებს შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა. სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ჯოელ საიმონი ალიევს შეახსენებს, რომ ბაქომ დემოკრატიული რეფორმების გატარების პირობა დადო. საიმონი მკაცრად აკრიტიკებს აზერბაიჯანის მთავრობას რამდენიმე დამოუკიდებელი ჟურნალისტის დაპატიმრების გამო. ამასთან, განცხადებაში აზერბაიჯანის სასამართლოების მიმართაცაა გამოთქმული კრიტიკა - რომ ისინი არ იძიებენ ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმებს, დამოუკიდებელ სააგენტოებს კი აიძულებენ მსხვილი ჯარიმები გადაიხადონ ცილისწამების ბრალდებით აღძრული საქმეების შედეგად.
XS
SM
MD
LG