Accessibility links

logo-print

ვატიკანში სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოდის


ვატიკანში სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოდის, რაც იმის ნიშანია, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს. მისი ვინაობა ჯერ არ გამოცხადებულა. ვატიკანში 12 მარტს დაწყებულ კონკლავზე იმავე დღეს გაიმართა პირველი, უშედეგო კენჭისყრა, რის შემდეგაც არჩევნებში მონაწილე 115-მა კარდინალმა ღამე ვატიკანის სტუმრებისთვის განკუთვნილ სახლში გაატარა. პაპის ასარჩევად საჭიროა კონკლავში მონაწილე კარდინალების ორი მესამედის მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG