Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში შეთანხმდნენ კოალიციურ მთავრობაზე


ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდის“ პრესმდივანი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუმ მიაღწია შეთანხმებას ახალი კოალიციური მთავრობის შექმნაზე. პრესმდივნის თქმით, ბლოკი „ლიკუდი-ისრაელ ბეითენუ“ შევიდა კოალიციაში ცენტრისტულ პარტია „იეშ ატიდთან“ და ებრაელთა დასახლებების მომხრე „ებრაულ სახლთან“, ისევე როგორც საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ციპი ლივნის პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. ისრაელში მიმდინარე წლის 22 იანვრის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს საარჩევნო ბლოკს ერგო 31 მანდატი სულ 120-ადგილიან პარლამენტში, რის შემდეგაც ის კოალიციური მთავრობის შექმნას ცდილობდა. კოალიციის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა დღესვეა მოსალოდნელი. ახალი კაბინეტი, სავარაუდოდ, მუშაობას დაიწყებს ისრაელში მომავალ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიზიტამდე. ნეთანიაჰუს კოალიციას პარლამენტში 68 მანდატი ექნება.
XS
SM
MD
LG