Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დელიში იტალიის ელჩს ინდოეთიდან გამგზავრება აუკრძალეს


ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ დროებით აუკრძალა ქვეყნიდან გამგზავრება იტალიის ელჩს, დანიელე მანჩინის უთანხმოების გამო, რომელსაც იწვევს ორი ინდოელის მკვლელობაში ბრალდებული იტალიელების ბედი. საქმე ეხება შარშანდელ ინციდენტს, როცა ორმა იტალიელმა საზღვაო ქვეითმა, ბრალდების თანახმად, მოკლა ორი ინდოელი მეთევზე. უზენაესი სასამართლოს მოთხოვნით, იტალიის ელჩმა ორშაბათს უნდა განმარტოს, რატომ არ აბრუნებს იტალიის მთავრობა საზღვაო ქვეითებს ინდოეთში გასასამართლებლად. ინდოეთმა ორ იტალიელს თებერვალში დართო ნება, სამშობლოში გამგზავრებულიყვნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მანამდე იტალიის ელჩმა პირობა დადო, რომ ისინი ინდოეთში დაბრუნდებოდნენ. მაგრამ იტალიამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ არ აპირებს საზღვაო ქვეითების ინდოეთში გაშვებას. საზღვაო ქვეითები შარშან ნავთობის ტანკერზე იყვნენ განთავსებული და აცხადებენ, რომ შეცდომით ესროლეს მეთევზეებს, რომლებიც მეკობრეები ეგონათ.
XS
SM
MD
LG