Accessibility links

logo-print

ვენესუელაში შესაძლოა, უარი თქვან მავზოლეუმისათვის ჩავესის ცხედრის ბალზამირებაზე


ვენესუელის მთავრობის განცხადებით, როგორც ჩანს, შეუძლებელია გარდაცვლილი პრეზიდენტის, უგო ჩავესის ცხედრის ბალზამირება, მავზოლეუმში მის დასასვენებლად, რადგან საამისოდ პროცესი უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. ჩავესი გასულ კვირაში გარდაიცვალა 58 წლის ასაკში, კიბოთი ორი წელი ავადმყოფობის შემდეგ. ის შუშის სახურავიან კუბოში განისვენებს, კარაკასის სამხედრო აკადემიაში, სადაც უკვე მილიონობით ადამიანი იყო მისული მისთვის პატივის მისაგებად. ვენესუელის ლიდერებს ნათქვამი აქვთ, რომ უგო ჩავესის ცხედარს ”ლენინის მსგავსად” შეინახავენ და შუშის აკლდამაში დაასვენებენ. მაგრამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას მადურომ ოთხშაბათს აღნიშნა, რომ რუსი და გერმანელი სპეციალისტების შეფასებით, ბალზამირების პროცესი უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო.
XS
SM
MD
LG