Accessibility links

logo-print

მსოფლიოში ფართო გამოხმაურება ახლავს ახალი პაპის არჩევას


მთელს მსოფლიოში მრავალი პოლიტიკოსი და რელიგიური ლიდერი გამოეხმაურა ვატიკანში რომის ახალი პაპის არჩევას. არგენტინელ კარდინალზე, ხორხე მარიო ბერგოლიოზე არჩევანის შეჩერებას მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. მისი აზრით, რომის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელად ამერიკელის არჩევა მოწმობს ამ რეგიონის ძალასა და ვიტალურობას. ობამა აცხადებს, რომ მოუთმენლად მოელის პაპ ფრანცისკესთან თანამშრომლობას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ყველა რწმენის მიმდევართა ღირსების დასაცავად. ხოლო გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გამოთქვა იმედი, რომ პაპი ფრანცისკე გააგრძელებს რელიგიათა შორის დიალოგს.
„მოველი, რომ გაგრძელდება გაერთიანებული ერების თანამშრომლობა წმინდა საყდართან მის უწმინდესობა პაპის, ფრანცისკეს ბრძნული ხელმძღვანელობით. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო მიზანი - მშვიდობის, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაწყებული და სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრით დამთავრებული, რაც მდგრადი განვითარების ძირითადი ელემენტებია“. ახალი პაპის არჩევას მიესალმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც. ის იმედოვნებს, რომ მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის ურთიერთობა პოზიტიურად განვითარდება.
XS
SM
MD
LG