Accessibility links

logo-print

ბაღდადში 12 ადამიანი შეიწირა რამდენიმე კოორდინირებულმა აფეთქებამ


ბაღდადში დღეს, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა რამდენიმე აფეთქების შედეგად. ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა სამი, სავარაუდოდ, კოორდინირებული აფეთქება მოეწყო იუსტიციის სამინისტროსა და სხვა უწყებების მახლობლად. ოფიციალური პირები ამბობენ ასევე, რომ აფეთქებების შემდეგ ექსტრემისტებმა სცადეს იუსტიციის სამინისტროში შეჭრა, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალებთან შეტაკება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ეს ძალადობა სულ რამდენიმე დღით უსწრებს ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით სამხედრო იტერვენციის დაწყების მეათე წლისთავს.
XS
SM
MD
LG