Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ახლოს არის სერბიასთან შეთანხმება


კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩი იმედოვნებს, რომ ახლოს არის კოსოვოს სტატუსზე სერბიასთან შეთანხმებასთან. ტაჩიმ ეს იმედი გამოთქვა კოსოვოში ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერთან, კეტრინ ეშტონთან შეხვედრის შემდეგ. „პროგრესს ეტაპობრივად ვაღწევთ, გვიწევს ისეთ პრობლემებთან გამკლავება, რომლებიც [სერბიასთან] ერთი საუკუნის მანძილზე დაგვიგროვდა. ჩრდილოეთის პრობლემები 13-14 წელიწადს ითვლის, მაგრამ პირველად ხდება, რომ იქ კანონი და წესრიგი იწყებს ფუნქციონირებას. ეს ვინმეს წინააღმდეგ არ არის მიმართული - პირიქით, ყველას სამსახურს უწევს. ამდენად, მოველი რომ გვექნება წინსვლა პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის საქმეში - რომლის მიზანიც იქნება კავშირების ნორმალიზება ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, განაცხადა ტაჩიმ. ის ამბობს აგრეთვე, რომ არ დაუშვებს დათმობას ჩრდილოეთ კოსოვოს მკვიდრი ეთნიკური სერბების საკითხში. ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ სერბთა უმცირესობა აპირებს სექტემბერში თავისი არჩევნების ჩატარებას. როგორც ტაჩიმ განაცხადა, მათ მიერ არჩეულ ორგანოს არ ექნება აღმასრულებელი ძალაუფლება. სერბია არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც მან 2008 წელს გამოაცხადა. მაგრამ ევროკავშირი მოითხოვს ბელგრადისაგან ამ რეგიონთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.
XS
SM
MD
LG