Accessibility links

პალესტინელების ლიდერს სურს ისრაელთან მოლაპარაკების წელს განახლება


პალესტინელების ლიდერი, მაჰმუდ აბასი გამოთქვამს სურვილს, რომ მიმდინარე წელს განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები ისრაელთან. თუმცა მისი აზრით, ამის შანსი დიდი არ არის. აბასმა ამ საკითხზე ისაუბრა ხუთშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას. ხოლო პუტინი აბასს დაჰპირდა, რომ რუსეთი მიმართავს ყველა შესაძლო ზომას, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდეს. მოლაპარაკებები 2010 წელს შეწყდა მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა გააპროტესტეს ისრაელის დასახლებების გაფართოება პალესტინელების ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც პალესტინელებს საკუთარი სახელმწიფოსათვის სურთ. ისრაელი გამოდის მოლაპარაკების უპირობოდ განახლებისაკენ მოწოდებით. რუსეთი შედის ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის შუამავალ ოთხეულში, რომლის წევრებიც, რუსეთთან ერთად, არიან შეერთებული შტატები, გაერო და ევროკავშირი.
XS
SM
MD
LG