Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში 23 ადამიანი შეიწირა აფეთქებებმა და თავდასხმამ


ბაღდადში დღეს, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა რამდენიმე კოორდინირებული აფეთქებისა და იუსტიციის სამინისტროზე თავდასხმის შედეგად. ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, სამი აფეთქება მოეწყო იუსტიციის სამინისტროსა და სხვა უწყებების მახლობლად. ამის შემდეგ შეიარაღებული პირების ჯგუფმა სცადა იუსტიციის სამინისტროში შეჭრა, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალებთან შეტაკება. ცნობების თანახმად, თავდასხმისას შენობაში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, სამინისტროს თანამშრომლები არ დაშავებულან. ხუთშაბათს მოწყობილ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ეს ძალადობა სულ რამდენიმე დღით უსწრებს ერაყში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით სამხედრო იტერვენციის დაწყების მეათე წლისთავს.
XS
SM
MD
LG