Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის ახალმა პაპმა ღვთისმშობლის ტაძარში ილოცა


რომის ახალი პაპი ფრანცისკე, რომელიც ოთხშაბათს აირჩიეს კარდინალებმა ვატიკანში გამართულ კონკლავზე, დღეს სალოცავად ეწვია რომში ღვთისმშობლის სახელზე აგებულ ერთ-ერთ მთავარ ბაზილიკას, სანტა მარია მაჯორეს. არგენტინელმა კარდინალმა ხორხე მარიო ბერგოლიომ პაპად არჩევის შემდეგ უთხრა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ათასობით მორწმუნეს, რომ ილოცებს და ღვთისმშობელს შეევედრება მთელი რომის მფარველობას. ახალი პაპის არჩევის საკითხი წამოიჩრა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მოულოდნელად გადადგა პაპი ბენედიქტე XVI.
XS
SM
MD
LG