Accessibility links

logo-print

ივანიშვილმა განმარტა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ზოგი ასპექტი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ხელს შეუწყობს საზოგადოებას, მეტი კონტროლი გაუწიოს ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება გააკეთა თბილისში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ”რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება ორდონიანი მუნიციპალური და რეგიონალური თვითმმართველობა. გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისაგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები, ხოლო მათი მმართველი რგოლები იქნება არჩევითი”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ის შეეხო რამდენიმე სხვა საკითხსაც, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოფლის მეურნეობას, განათლებას, ჯანდაცვას, ტარიფებსა და ინვესტიციებს და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს პრეზიდენტი „ვერ გაბედავს“ მთავრობის დათხოვნას.
XS
SM
MD
LG