Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამიტზე ეკონომიის პრობლემებზე და სირიაზე იმსჯელებენ


ბრიუსელში დღეს გაიხსნა ევროკავშირის ორდღიანი სამიტი. მონაწილეები იმსჯელებენ მკაცრი ეკონომიის ზომებზე, რათა გადაილახოს ვალებით გამოწვეული სირთულეები. ბრიუსელის სამიტის მიმართ პროტესტი გამოსახატად ქალაქში ჩავიდა ათასობით ადამიანი ევროპის არაერთი ქვეყნიდან. ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები იმსჯელებენ ასევე სირიის გარშემო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, რომ შეეცდება სირიელი მეამბოხეებისთვის ევროპის ქვეყნების მიერ დაწესებული იარაღის ემბარგო გაუქმდეს. სირიაში მეამბოხეთა შეიარაღებული რაზმები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ებრძვიან.
XS
SM
MD
LG