Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სამხედრო თვითმფრინავი აშშ–ის უპილოტო თვითმფრინავს მიუახლოვდა


აშშ–ის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ სპარსეთის ყურის თავზე ირანის სამხედრო–მოიერიშე თვითმფრინავი აშშ–ის უპილოტო თვითმფრინავს 25 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა. პენტაგონის წარმომადგენლის ჯორჯ ლიტლის განცხადებით, ინციდენტი სამშაბათს საერთაშორისო წყლების თავზე მოხდა. ლიტლის ინფორმაციით, ირანის თვითმფრინავმა აშშ–ის ესკორტის თვითმფრინავის პილოტის მხრიდან სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ დატოვა სივრცე. პენტაგონი აცხადებს, რომ აშშ–ის უპილოტო თვითმფრინავი მორიგ სადაზვერვო მისიას ასრულებდა.
XS
SM
MD
LG