Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები დღეს იმსჯელებენ სირიისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნაზე


ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიუსელში იმსჯელებენ საფრანგეთის წინადადებაზე, რაც გულისხმობს სირიისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნას იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ სირიის რეჟიმი არ არის დაინტერესებული ორწლიანი შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებაში, ევროპა კი არ შეიძლება პასიურად უყურებდეს სირიელების "ხოცვა–ჟლეტას". საფრანგეთი აცხადებს, რომ ის მზად არის იარაღი მიაწოდოს მეამბოხეებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი არ მოხსნის ემბარგოს, რომლის ვადაც მაისში იწურება. ემბარგოს მოხსნას ემხრობა დიდი ბრიტანეთი, თუმცა, ევროკავშირის სხვა ქვეყნები, მათ შორის – გერმანია ეწინააღმდეგებიან ემბარგოს მოხსნას. ევროკავშირში დებატებამდე არაერთხელ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი და რუსეთი აგრძელებენ სირიის რეჟიმის იარაღით მომარაგებას.
XS
SM
MD
LG