Accessibility links

logo-print

ევროკავშირი მსჯელობს სირიისათვის იარაღის ემბარგოს საკითხზე


ევროკავშირის ლიდერები მსჯელობენ საფრანგეთისა და ბრიტანეთის ინიციატივაზე, გაუქმდეს ემბარგო, რომელიც ევროკავშირმა დააწესა სირიაში მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდებაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ხუთშაბათს გამოთქვა შეფასება, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი არ არის დაინტერესებული კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებით და ევროპა ვერ იქნება პასიური მაშინ, როცა სირიაში ხალხს ხოცავენ. საფრანგეთი გამოთქვამს მზადყოფნას, იარაღი მიაწოდოს მეამბოხეებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი არ გააუქმებს ემბარგოს, რომლის მოქმედების ვადაც მაისის ბოლოს ამოიწურება. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი ემთხვევა სირიაში ამბოხების დაწყების მეორე წლისთავს. 2011 წლის 15 მარტს მშვიდობიანი დემონსტრაციები გაიმართა სირიის ქალაქებში, დემოკრატიული გარდაქმნის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG