Accessibility links

logo-print

ბაქოში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სამოქალაქო აქტივისტს


ბაქოში სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციური მოძრაობის აქტივისტს, რაშად ჰასანოვს. ის არის სამოქალაქო მოძრაობა „ნიდას“ წევრი. ჰასანოვი და შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI-ის) თანამშრომელი, რუსლან ასადი ხუთშაბათს დააკავეს. ასადი მოგვიანებით გაათავისუფლეს. ჰასანოვის ადვოკატმა ჩვენს რადიოს პარასკევს უთხრა, რომ მის კლიენტს ბრალად უყენებენ იარაღის უკანონოდ ფლობას. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ჰასანოვს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოძრაობა „ნიდას“ კიდევ სამი წევრი რამდენიმე დღის წინ დააკავეს ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონოდ ფლობის ბრალდებებით. „ნიდა“ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს აქტივისტების დევნას.
XS
SM
MD
LG