Accessibility links

logo-print

ნაციონალურმა მოძრაობამ სახალხო პარტიის დეკლარაცია შეაფასა


ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის მიერ 13 მარტს მიღებულ დეკლარაციას აფასებს გზავნილად, რომ ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება. ამის შესახებ დღეს განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა. მისი შეფასებით, ქვეყნის წინსვლა ევროკავშირისკენ დამოკიდებულია იმაზე, შეაჩერებს თუ არა "ქართული ოცნება" ზეწოლას მედიასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე.
XS
SM
MD
LG