Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაცია ევროკავშირთან ხელშეკრულებების გაფორმების დასრულებას ხელს არ შეუშლის


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაცია ევროკავშირთან სავიზო და ასოცირების ხელშეკრულებების გაფორმების დასრულებას ხელს არ შეუშლის. მაია ფანჯიკიძის ცნობით, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული გეგმა 14 მარტს უკვე დამტკიცდა და მის განხორციელებას ხელი არ შეეშლება, რადგან ეს საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული. მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირაში დასრულდება მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების ტექსტზე, რომლის პარაფირება, წინასწარი ინფორმაციით, ვილნიუსის სამიტამდე მოხდება.
XS
SM
MD
LG