Accessibility links

logo-print

დავით უსუფაშვილი: "არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული საქართველოში მიმდინარე პროცესებზე"


,,აშკარაა, რომ გარკვეული არხებით არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული საქართველოში მიმდინარე პროცესებზე” - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. მმართველობისა და დემოკრატიული რეფორმების თემაზე კარნეგის ცენტრში საჯარო მოხსენების შემდეგ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხები განუმარტა. დავით უსუფაშვილთან ერთად ვაშინგტონში იმყოფებიან პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე და ირაკლი ჩიქოვანი, რომლებმაც ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრისას განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის და სავაჭრო ურთიერთობის გარღმავების საკითხები.
XS
SM
MD
LG