Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის, და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, შეხვედრა. თეა წულუკიანის განმარტებით, საერთო სასამართლოების კანონის შესაცვლელად იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ და ვენეციის კომისიაში განხილულ პროექტზე სასაუბროდ კოტე კუბლაშვილს დღეს უკვე მესამედ შეხვდა. მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით ყველა ზომას მიმართა იმისთვის, რომ პარლამენტში წარსადგენი პოზიცია კოტე კუბლაშვილსითვის წინასწარ გაეზიარებინა, რადგან ეს აუცილებელია სისტემისა და ქვეყნისთვის. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მოსაზრებები, ფაქტობრივად, ერთ თემაზეა განსხვავებული. ”ჩვენი პოზიციაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებიდან 7 ხელახლა უნდა აირჩეს, რათა საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს იუსტიციის ახალი საბჭო და რიგით მოსამართლეებს მიეცეთ თავისუფლად სუნთქვის საშუალება” - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მას და კოტე კუბლაშვილს აქვთ სურვილი ორშაბათამდე გამართონ უფრო გაფართოებული შეხვედრა, სავარაუდოდ, დეპუტატების მონაწილეობით
XS
SM
MD
LG