Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო გიორგი ბარათაშვილის სარჩელი


თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან სამეურვეო საბჭოს მიერ გათავისუფლებული გიორგი ბარათაშვილის სარჩელი. ბარათაშვილი საბჭოს მიერ 4 მარტს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და სამუშაოზე აღდგენას ითხოვს. მისი ინტერესების დამცველი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე ღია კონკურსი.
XS
SM
MD
LG