Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადი შეიტანა განათლების სამინისტროში


საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ განათლების სამინისტროს კანცელარიაში შეიტანა ოფიციალური განაცხადი ავტორიზაციის აღდგენის თხოვნით. რექტორის შეფასებით, არსებობდა კომუნიკაციის პრობლემა და ეს გახდა აგრარული უნივერსიტეტისთვის მიმდინარე კვირაში ავტორიზაციის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი. ლაშა გოცირიძე გამოთქვამს იმედს, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დანაპირებს შეასრულებს და აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგება. იუწყებიან აგრეთვე, რომ თბილისში, განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ სტუდენტები აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერების გასაპროტესტებლად. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს მოუწოდა, ნუ გახდებიან კახა ბენდუქიძის "მძევლები". საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მფლობელია არასამეწარმეო, არაკომერციული პირი ”ცოდნის ფონდი”, რომელიც კახა ბენდუქიძემ დააარსა 2007 წელს.
XS
SM
MD
LG