Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გადადო გადაწყვეტილება სირიაში იარაღის გაგზავნის საკითხზე


ევროკავშირის ლიდერებმა გადადეს გადაწყვეტილება საფრანგეთისა და ბრიტანეთის ინიციატივაზე, გაუქმდეს ემბარგო, რომელიც ევროკავშირმა დააწესა სირიაში მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდებაზე. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რუმპეს განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხს მომავალ კვირაში განიხილავენ დუბლინის შეხვედრაზე, რომელიც 22 მარტს იწყება. რუმპეს ეს განცხადება გაკეთდა ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტის დასასრულს. პარიზი და ლონდონი ევროკავშირის დანარჩენ წევრებს მოუწოდებენ ემბარგოს გაუქმებისაკენ. საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის შეფასებით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი არ არის დაინტერესებული კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებით და ევროპა ვერ იქნება პასიური მაშინ, როცა სირიაში ხალხს ხოცავენ. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი დაემთხვა სირიაში ამბოხების დაწყების მეორე წლისთავს. 2011 წლის 15 მარტს მშვიდობიანი დემონსტრაციები გაიმართა სირიის ქალაქებში, დემოკრატიული გარდაქმნის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG