Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში სასტიკად სცემეს ოპოზიციური პარტიის ლიდერს


აზერბაიჯანში სასტიკად სცემეს ოპოზიციურ პარტია „მუსავათის“ ნახჩევანის განყოფილების ხელმძღვანელს, საბირ ველიევს. ინციდენტი ხუთშაბათს საღამოს მოხდა ბაქოში. ველიევი დაზიანებებით მოათავსეს საავადმყოფოში. ველიევის ძმამ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ 59 წლის ოპოზიციონერს სასტიკად გაუსწორდნენ დაუდგენელი თავდამსხმელები. „მუსავათმა“ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც მოითხოვს ინციდენტის გულდასმით გამოძიებას. საბირ ველიევი 20 დღის წინ იქნა არჩეული „მუსავათის“ ნახჩევანის განყოფილების ხელმძღვანელად.
XS
SM
MD
LG