Accessibility links

logo-print

მარგველაშვილი: აგრარული უნივერსიტეტის წესდება უკვე შეესაბამება კანონს


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ გაეცნო საბუთებს, რომლებიც სამინისტროში სტუდენტებმა დატოვეს და აგრარული უნივერსიტეტის წესდება კანონთან შესაბამისობაში მოყვანილია. “მე მინდა მივულოცო ქართველ სტუდენტობას, განსაკუთრებით კი იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტობას რომლის უფლებებიც აქამდე შელახული იყო“ - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ სტუდენტების უფლებებს ახლა ამ უნივერსიტეტშიც იცავს სამინისტრო და მთავრობა. მინისტრის განცხადებით, აგრარულის გარშემო მიმდინარე პროცესი ორშაბათიდან განახლდება და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. დღეს უფრო ადრე უნივერსიტეტის რექტორმა, ლაშა გოცირიძემ სამინისტროში ავტორიზაციის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მფლობელია არასამეწარმეო, არაკომერციული პირი ”ცოდნის ფონდი”, რომელიც კახა ბენდუქიძემ დააარსა 2007 წელს.
XS
SM
MD
LG