Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის საზღვარზე ხუთი მეამბოხე იქნა მოკლული


ჩეჩნეთისა და ინგუშეთის საზღვარზე ხუთი მეამბოხე იქნა მოკლული. როგორც რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი იტყობინება, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დასახლებულ პუნქტ დატიხის რაიონში მეამბოხეთა 15 წევრისგან შემდგარი ჯგუფი მოიმწყვდიეს. ხუთი მათგანი შეეცადა იარაღის გამოყენებით გაერღვია ალყა. მეამბოხეები საპასუხო ცეცხლით იქნენ მოკლული. მიმდინარეობს მათი ამოცნობა. შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG