Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის რეჟიმი ოპოზიციასთან ბრძოლაში სულ უფრო ხშირად იყენებს კასეტურ ბომბებს


სირიის რეჟიმი ოპოზიციასთან ბრძოლაში სულ უფრო ხშირად იყენებს კასეტურ ბომბებს. ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში. ორგანიზაცია იტყობინება, რომ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში სამთავრობო ჯარებმა სულ ცოტა 156 კასეტური ბომბი ჩამოაგდეს ქვეყნის ასზე მეტ რაიონში. დოკუმენტის ავტორები ეყრდნობიან სამხედრო მოქმედებების ადგილებზე ჩატარებული გამოძიების შედეგებს და ინტერნეტში განთავსებულ სამოყვარულო ვიდეოსიუჟეტებს. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წინა ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ სირიის ხელისუფლება იყენებს რუსული წარმოების კასეტურ ბომბებს. კასეტური ბომბების გამოყენება მრავალ ქვეყანაშია აკრძალული. გუშინ სირიაში აღინიშნა პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი სახალხო გამოსვლების ორი წლისთავი. გაეროს მონაცემებით, სირიაში მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში 70 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ოთხ მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა.
XS
SM
MD
LG