Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს


ჩინეთში მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს. პეკინში მიმდინარე სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს უწყებების ხელმძღვანელთა ოცდაათამდე კანდიდატი. დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა ვან ი. უკანასკნელ წლებში ის მუშაობდა ჩრდილოეთ კორეის განიარაღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კურირებდა ტაივანთან ურთიერთობებს. თავდაცვის ახალ მინისტრად დაინიშნა ჩან ვანციუანი. გუშინ ჩინეთის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს 57 წლის ლი კეციანი. ამ თანამდებობაზე მან ვენ ცზიაბაო შეცვალა. ხუთშაბათს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა სი ცზინპინი.
XS
SM
MD
LG