Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების გამარჯვებულია


საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების გამარჯვებულია. გადამწყვეტ მატჩში ქართველი სპორტსმენები დღეს ბუქარესტში შეხვდნენ მასპინძელი ქვეყნის - რუმინეთის ეროვნულ გუნდს. მატჩი დასრულდა ანგარიშით 9:9, რაც ქართველი მორაგბეებისთვის საკმარისი იყო ერთა თასის მოსაპოვებლად. დღეს დამთავრებული ტურნირი მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ასპარეზობის პირველი ეტაპიც არის. შესაბამისად, საქართველოს მორაგბეები ამ შეჯიბრებაშიც ლიდერობენ.
XS
SM
MD
LG