Accessibility links

logo-print

რომის ახალი პაპის თქმით, ეკლესიის მისია ღარიბთა მსახურებაა და ის თავადაც ღარიბი უნდა იყოს


რომის ახალმა პაპმა შაბათს ვატიკანში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ ეკლესიის მისია მდგომარეობს ღარიბთა მსახურებაში და ამიტომ თავადაც ღარიბი უნდა იყოს. „ღარიბი ეკლესია ღარიბებისთვის“ - წარმოთქვა პონტიფექსმა და დასძინა, რომ სახელი ფრანცისკე აირჩია XII-XIII საუკუნეებში მცხოვრები წმინდანის, ფრანცისკე ასიზელის გამო, რომელსაც მან „სიღარიბისა და მშვიდობის ადამიანი“ უწოდა. ახალი პაპი, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, რომელიც არგენტინის კარდინალი იყო, ოთხშაბათს აირჩია 115 კარდინალისგან შემდგარმა კონკლავმა. დასავლელ კორესპონდენტთა აზრით, პაპ ფრანცისკეს გახსნილი, უშუალო სტილი ახასიათებს, რითიც განსხვავდება თავისი წინამორბედისგან, ბენედიქტე XVI-ისგან. 76 წლის ფრანცისკე პირველი იეზუიტი პაპია და პირველია, რომელიც ჩრდილოეთ ან სამხრეთ ამერიკიდან აირჩიეს.
XS
SM
MD
LG