Accessibility links

logo-print

ინდოეთში ჯგუფურად გააუპატიურეს 39 წლის ტურისტი ქალი შვეიცარიიდან


ინდოეთში ჯგუფურად გააუპატიურეს 39 წლის ტურისტი შვეიცარიიდან, რომელიც ქმართან ერთად მოგზაურობდა. ბოროტმოქმედება ჩადენილ იქნა სოფლის დასახლებაში შტატ მადჰია-პრადეშში. პოლიციის მონაცემებით, უცხოელები ველოსიპედებით მიემართებოდნენ მავზოლეუმ თაჯ-მაჰალისკენ. ერთ-ერთი შესვენებისას მათ შვიდი-რვა კაცისგან შემდგარი ჯგუფი დაესხა თავს. მათ გაკოჭეს მამაკაცი, რის შემდეგაც მის თვალწინ გააუპატიურეს მისი მეუღლე. ბოროტმოქმედებმა ტურისტებს წაართვეს ფული და ტელეფონი. ტურისტი ქალი ჰოსპიტალიზებულია. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია რვა ეჭვმიტანილი. დეკემბრის შემდეგ, როცა მხეცური ჯგუფური გაუპატიურების შედეგად გარდაიცვალა ადგილობრივი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი ქალი, ქვეყანაში გრძელდება მრავალათასიანი გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ, ბოლო მოეღოს ქალების აბუჩად აგდებას და მათი უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დასაცავად ყველა სათანადო ზომა იქნეს მიღებული.
XS
SM
MD
LG