Accessibility links

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის საზღვარზე სპეცორპერაციისას შვიდი მეამბოხე მოკლეს


ჩეჩნეთისა და ინგუშეთის საზღვარზე შვიდი მეამბოხე იქნა მოკლული. როგორც რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი იტყობინება, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დასახლებულ პუნქტ დატიხის რაიონში მეამბოხეთა 15 წევრისგან შემდგარი ჯგუფი მოიმწყვდიეს. შვიდი მათგანი შეეცადა იარაღის გამოყენებით გაერღვია ალყა. მეამბოხეები საპასუხო ცეცხლით იქნენ მოკლული. მიმდინარეობს მათი ამოცნობა. შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოჩნდა. სპეცოპერაცია გრძელდება.
XS
SM
MD
LG