Accessibility links

შვეიცარიის ხელისუფლებამ ინდოეთს მოუწოდა, გამოიძიოს ორი შვეიცარელი ტურისტის მიმართ ჩადენილი ბოროტმოქმედება


შვეიცარიის ხელისუფლებამ ინდოეთს მოუწოდა, გამოიძიოს ორი შვეიცარელი ტურისტის მიმართ ჩადენილი ბოროტმოქმედება ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშში. ცოლ-ქმარი ველოსიპედებით მიემართებოდა მავზოლეუმ თაჯ-მაჰალისკენ. ერთ-ერთი შესვენებისას მათ შვიდი-რვა კაცისგან შემდგარი ჯგუფი დაესხა თავს. მათ სასტიკად სცემეს და გაკოჭეს მამაკაცი, რის შემდეგაც მის თვალწინ გააუპატიურეს მისი 39 წლის მეუღლე. ბოროტმოქმედებმა ტურისტებს წაართვეს ფული და ტელეფონი. ტურისტი ქალი ჰოსპიტალიზებულია. დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი. ინდოეთის ხელისუფლების თანხმად, დაწყებულია გამოძიება. დეკემბრის შემდეგ, როცა მხეცური ჯგუფური გაუპატიურების შედეგად გარდაიცვალა ადგილობრივი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი ქალი, ქვეყანაში გრძელდება მრავალათასიანი გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ, ბოლო მოეღოს ქალების აბუჩად აგდებას და მათი უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დასაცავად ყველა სათანადო ზომა იქნეს მიღებული.
XS
SM
MD
LG