Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში განხორციელებული ტერორისტული ოპერაციისთვის პასუხისმგებლობა "ალ-ყაიდის" ერაყის განყოფილებამ იკისრა


ერაყის ტერიტორიაზე მოქმედმა მეამბოხეებმა, რომლებიც „ალ-ყაიდასთან“ არიან კავშირში, კვირას საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა ბაღდადში, იუსტიციის სამინისტროსთან განხორციელებულ თვითმკვლელთა თავდასხმებზე, აფეთქებებსა და სროლაზე. ამ ოპერაციის შედეგად ხუთშაბათს სულ ცოტა 25 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. „ალ-ყაიდის“ ერაყის განყოფილება, რომელიც საკუთარ თავს „ერაყის ისლამურ სახელმწიფოს“ უწოდებს, განაცხადა, რომ თავდამსხმელებს ხელში უნდა ჩაეგდოთ რამდენიმე შენობა და, როგორც კომუნიკეშია ნათქვამი, იქ არსებული „მტრების ლიკვიდაცია“ მოეხდინათ. ექსტრემისტები ერაყის მთავრობას, რომელშიც შიიტები დომინირებენ, ბრალს სდებენ ქვეყანაში მცხოვრები სუნიტების შევიწროებაში. ინციდენტმა ბაღდადის ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაცულ რაიონში, სადაც სამთავრობო დაწესებულებები და უცხოეთის საელჩოები მდებარეობს, კვლავ გააჩინა შიში იმის თაობაზე, შესწევს თუ არა ერაყის ხელისუფლებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალა. 20 მარტს ათი წელი სრულდება ერაყში შეერთებული შტატების მეთაურობით განხორციელებული საერთაშორისო სამხედრო ინტერვენციიდან.
XS
SM
MD
LG