Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ლიდერები პირობას დებენ, რომ მიხედავენ ეკოლოგიას და სურსათის უსაფრთხოებას


ჩინეთის ლიდერები პირობას დებენ, რომ შეამცირებენ ქვეყანაში ჰაერის დაბინძურებას და მოაგვარებენ სურსათის უსაფრთხოების პრობლემებს. პრემიერ-მინისტრმა ლი კეციანმა კვირას განაცხადა: „ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩინეთის ეკონომიკური განვითარების მოდელს, რათა ხალხს ჰქონდეს სუფთა ჰაერი, უსაფრთხო სასმელი წყალი და საკვები“. მან დასძინა, რომ მთავრობა ორივე პრობლემას „რკინის ხელით მტკიცე პოზიციით“ მიუდგება. ეს განცხადება მან გააკეთა პეკინში, სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის დასრულების შემდეგ.
XS
SM
MD
LG