Accessibility links

logo-print

პაკისტანის მთავრობამ ქვეყნის ისტორიაში პირველად მიაღწია უფლებამოსილების ვადის დამთავრებამდე


პაკისტანის სამოქალაქო მთავრობა პირველია ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც ხუთწლიანი ვადის ბოლომდე გაძლო. პრემიერ-მინისტრმა რაჯა ფერვეზ აშრაფმა აღიარა მთავრობის ნაკლოვანებები, მაგრამ, ამის მიუხედავად, განაცხადა, რომ უფლებამოსილების ვადის ბოლომდე შესრულება დემოკრატიის გამარჯვებას მოასწავებს. მას მერე, რაც პაკისტანი შეიქმნა 1947 წელს, ქვეყნის ისტორიის ნახევარზე მეტის განმავლობაში მას სამხედროები მართავდნენ სამჯერ მოწყობილი პუტჩის შედეგად. ამჟამინდელ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას გამკლავება უწევდა მრავალ ისეთ პრობლემასთან, როგორიცა ისლამისტი მეამბოხეების თავდასხმები, სეპარატიზმი, სტიქიური უბედურებები და შეფერხებები რეგულარულ ენერგომომარაგებაში.
XS
SM
MD
LG