Accessibility links

logo-print

რუსეთ ორი ათეული წლის შემდეგ პირველად აპირებს სამხედრო გემების გაგზავნას ხმელთაშუა ზღვაში


რუსეთმა განაცხადა, რომ ორი ათეული წლის შემდეგ პირველად აპირებს სამხედრო გემების გაგზავნას ხმელთაშუა ზღვაში. რუსეთის სამხედრო ფლოტის მეთაურმა, ადმირალმა ვიქტორ ჩირკოვმა კვირას განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის ხუთიდან ექვს გემამდე მუდმივად იქნება გაგზავნილი ხმელთაშუა ზღვაში, ამ რეგიონში რუსეთის ინტერესების დასაცავად. როგორც იტყობინებიან, ფლოტილიის ბირთვი იქნება კრეისერები და ფრეგატები. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ადრე წინადადება წამოაყენა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის თაობაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვმა ხმელთაშუა ზღვიდან უკან გაიხმო 50-მდე გემისგან შემდგარი თავისი ფლოტი. რეგიონში სამხედრო გემების კვლავ განლაგების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტს არ მოეპოვება ასეთი ოპერაციისთვის საჭირო რესურსები.
XS
SM
MD
LG