Accessibility links

logo-print

სომალიში გაათავისუფლეს ჟურნალისტი აბდიაზიზ აბდინური


სომალიში გაათავისუფლეს ჟურნალისტი აბდიაზიზ აბდინური, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა გაუპატიურების მსხვერპლისგან ინტერვიუს აღებისთვის. ლუულ ალი ოსმანი, რომელთან ინტერვიუც არასოდეს გამოქვეყნებულა, ამტკიცებდა, რომ ის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გააუპატიურეს. თებერვალში ქალსაც და ჟურნალისტსაც პატიმრობა მიესაჯა. მათ ცილისწამებაში დასდეს ბრალი. მარტის დამდეგს ლუულ ალი ოსმანი აპელაციის განხილვის შემდეგ გაათავისუფლეს. აბდინურუს პატიმრობის ვადა ექვს თვემდე შეუმცირეს. ახლა კი მას ყველა ბრალდება მოუხსნეს. ადამიანის უფლებების დამცველებს არაერთხელ გამოუთქვამთ მოსაზრება, რომ ხელისუფლება ყურს უყრუებს ქალებზე თავდასხმის მრავალ შემთხვევას, რომლებთანაც კავშირი აქვთ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს.
XS
SM
MD
LG