Accessibility links

logo-print

ძლიერმა ქარმა ათასობით თბილისელი დენის გარეშე დატოვა


ძლიერმა ქარმა თბილისში "თელასის" 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები დააზიანა. დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დიდი დიღმის და დიღმის მასივის ნაწილს შეუწყდა. სულ გათიშულია 23 800 აბონენტი. დენი არ მიეწოდება დიღომში მდებარე საავადმყოფოებს, ტელეკომპანია "იმედს", საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციას და ამერიკის საელჩოს. თელასის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში აღდგება.
XS
SM
MD
LG