Accessibility links

პუტინი „უსამართლოდ“ მიიჩნევს კიპროსში ანაბრების დაბეგვრის გეგმას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მკაცრად აკრიტიკებს წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს კიპროსში საბანკო ანაბრების დაბეგვრას. ასე მოპოვებული თანხა უნდა მოხმარდეს კიპროსისათვის განკუთვნილი საერთაშორისო საფინანსო დახმარების შევსებას. პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი ორშაბათს შეეხო ამ საკითხს საგანგებო შეხვედრაზე, ვალებით დატვირთულ კიპროსში შექმნილი ვითარების განსახილველად. რუსეთის პრეზიდენტმა „უსამართლო, არაპროფესიონალური და სახიფათო“ უწოდა გეგმას. სადავო გეგმით, საბანკო ანაბრებზე გადასახადი დაუწესდებათ როგორც კვიპროსის მოქალაქეებს, ისე უცხოელებს. ხოლო სარეიტინგო კამპანია „მუდისის“ მონაცემებით, გასული წლის მიწურულს კიპროსის ბანკებში 30 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდათ რუსეთის ბანკებსა და კომპანიებს. კიპროსის პარლამენტი დღეს უყრის კენჭს ამ გეგმას, რომელიც შაბათს წარმოადგინეს კიპროსის ლიდერებმა და უცხოელმა დონორებმა. ამ წინადადებით, კიპროსი სანაცვლოდ მიიღებს 10 მილიონი ევროს კრედიტს გაკოტრებისა და ევროზონიდან გასვლის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG