Accessibility links

ინდოეთში დააპატიმრეს ხუთი ადამიანი, რომელიც აღიარებს შვეიცარელი ქალის გაუპატიურებას


ინდოეთში პოლიციამ დააკავა ხუთი პირი, რომელიც, ცნობების თანახმად, აღიარებს შვეიცარელი ტურისტის ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობას. დაკავებულია კიდევ ერთი ეჭვმიტანილი. პოლიციის ცნობით, გამომძიებლებმა მიაკვლიეს ასევე ლეპტოპს, მობილურ ტელეფონს და ფულს, რომელიც შვეიცარელ ქალს და მის მეუღლეს წაართვეს პარასკევს მათზე თავდასხმისას. პოლიციის ცნობით, 39 წლის შვეიცარელი ქალი და მისი მეუღლე ველოსიპედებით მოგზაურობდნენ ინდოეთში, როცა მათზე თავდასხმა მოეწყო მადია პრადეშის შტატში. როგორც იუწყებიან, ქალი უკვე გამოწერეს საავადმყოფოში და დელიში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG