Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსის პარლამენტმა გადადო კენჭისყრა სადავო გეგმაზე


კვიპროსის პარლამენტმა გადადო კენჭისყრა სადავო გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს საბანკო ანაბრების დაბეგვრას. ასე მოპოვებული თანხა უნდა მოხმარდეს კვიპროსისათვის განკუთვნილი საერთაშორისო საფინანსო დახმარების შევსებას. კენჭისყრა ახლა სამშაბათისთვის დაინიშნა. წინადადებით, რომლის შესახებაც შაბათს გამოაცხადეს კვიპროსის ლიდერებმა და უცხოელმა კრედიტორებმა, კიპროსში მეანაბრეები იძულებული იქნებიან, გაიღონ დანაზოგის 10%-მდე, რათა კვიპროსმა უცხოელი დონორებისაგან მიიღოს 10 მილიარდი ევროს დახმარება და ამით თავიდან აიცილოს გაკოტრება და ევროზონიდან გასვლა. გეგმა მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს კვიპროსელებში.
უკმაყოფილო არიან რუსეთშიც, რადგან კიპროსის ბანკებისათვის მილიარდობით დოლარი აქვს მიბარებული ბევრ რუსულ ბანკს, კომპანიას და კერძო პირს. ცნობების თანახმად, კიპროსის ბანკებში ანაბრების დაბეგვრის გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უწოდა „უსამართლო, არაპროფესიონალური და სახიფათო“. სარეიტინგო კომპანია „მუდისის“ მონაცემებით, გასული წლის მიწურულს კვიპროსის ბანკებში 30 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდათ რუსეთის ბანკებსა და კომპანიებს.
XS
SM
MD
LG