Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ევროპული ქარტიის რატიფიცირებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს


საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარლამენტი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას ახალქალაქის საკრებულოს თხოვნაზე, მოხდეს რეგიონული ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირება. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ზალკალიანმა განმარტა, რომ ქარტიის რატიფიცირების ვალდებულება საქართველომ 1999 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო. "ბუნებრივია, ყველა საერთაშორისო ვალდებულება შესასრულებელია და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება და მისი გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე იქნება დაფუძნებული" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
XS
SM
MD
LG